„სიბრძნის სიმფონია“ წარმოგიდგენთ მალკოლმ დე შაზალის გამონათქვამებს.
მალკოლმ დე შაზალი (1902-1981 ფრანგულად Malcolm de Chazal) - აღმოსავლეთ აფრიკელი პოეტი და მხატვარია. წერდა ფრანგულ ენაზე.
მისი წინაპრები საფრანგეთიდან მავრიკიზე გადასახლდნენ. მალკოლმ დე შაზალმა განათლება აშშ-ში მიიღო, იყო პროფესიით აგრონომი. სამშობლოში 1925 წელს დაბრუნდა. 1937-1957 წლებში მუშაობდა ტელევიზიაში. ამ პერიოდში გამოუშვა რამდენიმე წიგნი პოლიტიკური ეკონომიის შესახებ. მოგვიანებით დაიწყო ლექსების, აფორისტულ-ფილოსოფიური პროზის წერა, ხატვა ნაივის მანერით. შაზალის ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ესპანურ, დანიურ, სლოვენიურ ენებზე.
- ქალები საუბრის დროს ჭამენ, მამაკაცები ჭამის დროს საუბრობენ.
- ქალები ბანაობენ, მამაკაცები - ცურავენ. ამიტომ ქალებს საბანაო კოსტიუმები აცვიათ, მამაკაცებს კი - საცურაო.
- განქორწინებული მამაკაცი თავისუფალია. განქორწინებული ქალი - მარტოხელა.
- ფულიანი მამაკაცი პიროვნებაა. ფულიანი ქალი - ადამიანი.
- მამაკაცი ცხოვრებისგან ყველაფერს ძალით იღებს, ქალი - ინტრიგებით.
- მამაკაცის ბედნიერებაა - მინდა. ქალის ბედნიერებაა - მას უნდა.
- ქალებს ოცნებები აქვთ, მამაკაცებს - გეგმები.
- ქალისთვის მთავარია, ითამაშოს, მამაკაცისთვის - მხოლოდ მოიგოს.
- შესაძლებელია, იპოვო დიპლომატი, რომელიც ზოგიერთ ქალზე ბევრად და უკეთესად იტყუება, მაგრამ ვერ იპოვი ვერც ერთ დიპლომატს, რომელიც ქალზე უფრო სწრაფად იტყუება.
- მამაკაცს თვალებით უყვარს, ქალს - ყურებით.
- მამაკაცს არ მოსწონს სიყვარული სექსის გარეშე, ქალს - სექსი სიყვარულის გარეშე.