შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩვენი ამოცანაა საქართველო ქართველებით და ე.ი ივანიშვილის გარეშე- სააკაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 აპრილი 2019

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სვავის, ანუ ივანიშილის გეგმა არის საქართველო ქართველების გარეშე:

„ჩავერთე და ერთი საათი ვესაუბრე ჩვენს ულამაზეს ქალბატონებს იტალიის ქალაქ ბარიში. სვავის გეგმა არის „საქართველო ქართველების გარეშე“. ჩვენი ამოცანაა „საქართველო ქართველებით და ე.ი ივანიშვილის გარეშე“. ქვეყნის მტერი მთავრობა, რომელიც მთელ ძალას ახმარს უცხოეთში თანამოქალაქეების გაყრას და უცხოეთის მთავრობებს ელაპარაკება, რომ როგორმე მათ ქართველები დაასაქმონ რათა აღარ მოუნდეთ საქართველოსკენ გახედვა. როგორც კი ივანიშვილს მოვაშორებთ, მაშინვე შევთავაზებთ ქართველებს დაბრუნების ღირსეულ პირობებს. გაიხსენეთ- ჩემი პრეზიდენტობის დროს სტატისტიკურად მეტი ქართველი ბრუნდებოდა, ვიდრე მიდიოდა ,ხოლო ივანიშვილის დროს ერთმა მილიონმა ადამიანმა მიატოვა მშობლიური კერა.“
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია