სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება ოთხ ნოემბერს ჩატარდება.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 ოქტომბერი 2018
ტესტირება 09:00 საათიდან დაიწყება და ელექტრონულად ჩატარდება. ტესტი პროფესიული უნარების, ასევე საგნისა და საგანთა ჯგუფის ნაწილებისაგან შედგება. დაფინანსების მოსაპოვებლად, მონაწილემ პროფესიული უნარებისა და საგნის ტესტების მაქსიმალური ჯამური ქულის 25%-ზე მეტი უნდა დააგროვოს.ტესტირებამდე საგამოცდო ცენტრებში, სამ ნოემბერს პრეტესტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობის მიღება მოსწავლეებს სურვილის მიხედვით შეეძლებათ. პრეტესტის მიზანი მონაწილეებისათვის ტესტის ფორმატისა და პროცედურების გაცნობაა. დეტალური ინფორმაცია პრეტესტისა და ტესტირების ჩატარების შესახებ საგამოცდო ბარათზეა მოცემული. ბარათზე მითითებული იქნება:მონაწილის პირადი ინფორმაცია;რეგისტრაციის დრო;საგამოცდო ცენტრის მისამართი;ინფორმაცია პრეტესტის შესახებ.ტესტირებაში მონაწილეობის მიღების მსურველებს საგამოცდო ბარათების აღება ორი ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ. საგამოცდო ბარათები გაიცემა რესურსცენტრებში, ან იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც პროფესიული ტესტირებისათვის დარეგისტრირდნენ. ბარათის ამობეჭდვა ასევე შესაძლებელია ვებგვერდიდანაც: www.vet.emis.geსაგამოცდო ბარათის მისაღებად უნდა წარადგინოთ:სარეგისტრაციო ფურცელი;პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია