სამცხე-ჯავახეთი
ახალციხელი ციალა შავაძე უნივერსიტეტის ლექტორს ფიზიკურ დაპირისპირებაში ადანაშაულებს
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
23 აპრილი 2019
შემთხვევა დღეს, 23 აპრილს, საღამოს მოხდა. როგორც შავაძე გვიყვება, მან სახლში მიტანილი ნივთების გადარჩევის დროს ერთ–ერთ პარკში სიგარეტის ყუთები, ბორჯომის, ლიმონათის, ასევე, ალკოჰოლური სასმელების ბოთლები აღმოაჩინა და გადაყარა: „ვიფიქრე, რომ ეს ნაგავი იყო და ბუნკერში ჩავაგდე. ცოტახანი იყო გასული, რომ მოვიდა ლექტორი ეთერ ნარიმანიშვილი, ჩემი ნივთები რატომ წამოიღე, ახლავე დამიბრუნეო. ვერ მივხვდი რაზე მელაპარაკებოდა. რომ მითხრა პარკით იყოო, მერე გავიაზრე და ბუნკერიდან ამოვიღე, ამაზე მელაპარაკებით თქო? ამის გამო როგორ მეკამათებით, მათხოვარი ხომ არ ხართ თქო და ამაზე გაღიზიანდა ეტყობა, მეცა თმებში და ჩემმა შვილებმა ძლივს გამოგლიჯეს ჩემი თავი და გავაგდთ ეს ქალი“. სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის ლექტორმა ეთერ ნარიმანიშვილმა სატელეფონო საუბარში დაგვიდასტურა, რომ დღეს საღამოს ციალა შავაძესთან სახლში მისული ნამდვილად იყო, თუმცა დაპირისპირების ფაქტი კატეგორიულად უარყო: „არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, უბრალოდ ვთხოვე რომ რაღაც გამოყვათ და დაებრუნებინათ“. შეკითხვაზე, რა გაყვა შავაძეს, რის უკან დაბრუნებასაც ითხოვდა, ნარიმანიშვილმა გვიპასუხა: „ამ საქმეში მთელი ფაკულტეტი ვართ, მე უბრალოდ შუამავალი ვიყავი. დანარჩენს, ხვალ მოდით უნივერსიტეტში და გეტყვით“.ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი ცისკარა ზარანდია კი აცხადებს, რომ არაფერი იცის: „არაფერი არ ვიცი ნამდვილად, ვის რა გაყვა და ვინ სად რა წაიღო მე რატო უნდა ვიცოდე?!“შავაძე ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ ცუდად გახდა, ამიტომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა. ექიმებთან ერთად კი მასთან პოლიციის თანამშრომლებიც მივიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. [მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]