შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პროკურატურამ 29 ივლისს ადიგენში, შუამთობის დღესასწაულზე დაპირპისრების საქმეში 12 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, სამი პირი კი დაზარალებულად ცნო.

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ოქტომბერი 2018
მთავარ პროკურატურში დაკითხულ მოწმეებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ შუამთობის დღესასწაულზე დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე არ მომხდარა:"გამოვკითხეთ 30 მოწმე, მათ შორის, უშუალოდ კონფლიქტში მონაწილე პირები. ჩავატარეთ შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები და დადგინდა, რომ კონფლიქტი შუამთობის დღესასწაულზე რამდენიმე მოქალაქესა და ზურაბ შაინიძეს შორის ყოფით ნიადაგზე, ფეხბურთის თემაზე შელაპარაკების შედეგად წარმოიშვა". პასუხისგებაში მიცემულ 12 პირს აღკვეთის ღინისძიებად გირაო შეეფარდა და საქმე ახალციხის რაიონულ სასამართოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა. "ამ საქმიდან სსკ-ის 126-ე მუხლით ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე გამოძიებით დაუდგენელი პირების მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტზე. მოცემულ საქმეზე გამოძიება ჯერ ისევ გრძელდება“, – აცხადებენ პროკურატურაში. შეგქხსენებთ, რომ ადიგენში, სოფელ ზანავში „ევროპული საქართველოს“ დეპუტატს ზურაბ შაინიძესა და მის ოჯახის წევრებს, ასევე მისი შვილის მეგობრებს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეპუტატი ცემაში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის აქტივისტებს ადანაშაულებს.[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია