გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-29 აპრილს სითბოს ფონზე, ძირითადად საღამოს საათებში, საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +23, +28, აღმოსავლეთ საქართველოში კი +20, +25 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
თბილისში 26 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27-29 აპრილს დღის ბოლოს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსამდე მოიმატებს.