შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლუკმა გამოეცალა ხალხს ხელიდან – წინუბანში ბრუცელოზით 28 ძროხა დაავადდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 მაისი 2019
წინუბანში მცხოვრებ ბელა კურტანიძის ერთადერთ ძროხას ბურცელოზი აქვს. ექვსსულიანი ოჯახი თავს ყველის გაყიდვით ირჩენდა, ახლა კი ისინი იძულებული არიან სოფელში მისულ ყასაბს ძროხა ნახევარ ფასად მიჰყიდონ.„ლუკმა გამოეცალა ხალხს ხელიდან, გაბოროტებულია სოფელი, რა უნდა ვქნათ, რა გავაკეთოთ, ყველა ამ საქონელს შევჩერებივართ. ერთი ძროხა მყავს და ისიც დაავადებულია. ფქვილს ვყიდულობდი გაყიდული ყველით“, – ამბობს ბელა კურტანიძე.სოფელში ამბობენ, რომ საქონლის ბრუცელოზით დაავადების ეს პირველი შემთხვევაა. ადგილობრივებს ბრუცელოზზე მას შემდეგ გაუჩნდათ ეჭვი, რაც რამდენიმე ძროხას მკვდარი ხბო ეყოლა.„სოფელი თავს მესაქონლებით ირჩენს, ზოგს 10–12 ძროხა ჰყავს და აქედან ნახევარი დაავადებულია. ერთ მინდორში ძოვს დაავადებულიც და ჯანმრთელიც. გვეშინია, რომ ჯანმრთელსაც არ გადაედოს ბრუცელოზი“, – აცხადებენ ადგილობრივები.საქონლის დაავადება განსაკუთრებით ერთ უბანშია გავრცელებული. „სამი ძროხაა დაავადებული, იძულებული გავხდი ჩამებარებინა. ყასაბს უკვე ველაპარაკე და ველოდები, რომ წაიყვანონ“, – ამბობს წინუბანში მცხოვრები აჩიკო გოგოლაძე.სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა სოფელ წინუბანში სისხლის ნიმუში 133 ძროხიდან აიღეს, მათგან დაავადება 28–ს აღმოაჩნდა.„ჩვენ მეპატრონეებს შევატყობინეთ, რომ დაავადებული ცოხველი უნდა დაიკლას სასაკლაოზე, ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ.ბრუცელოზი ქრონიკული დაავადება, არ ექვემდებარება მკურნალობას ამიტომ უნდა დაიკლას“, – ამბობს სურსათის უვნებლობის სამსახურის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ლია ბექაური.მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ მეპატრონე ძროხას არ დაკლავს დაჯარიმდება: „დაავადებული ცხოველები აღრიცხვაზეა აყვანილი. ძალით ვერავის წავაყვანინებთ, მაგრამ მითითებების შეუსრულებლობაზე არსებობს სანქციები“, – ამბობს ლია ბექაური. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ძროხების აცრა 2015 წლიდან დაიწყო. ახალციხის სასოფლო–საკოსულტაციო ცენტრის აგროკონსულტანტის ზურაბ სადათიერაშვილის განმარტებით, დაავადების აღმოსაფხვრელად დაახლოებით 25 წელია საჭირო, რომელიც პირველი აცრიდან უნდა ავითვალოთ: „კერა არ არის გაწმენდილი, აცრით უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა და ამას წლების ჭრიდება“.ახალციხეში ორი სასაკლაოა, ერთი სავაჭრო ცენტრ „ახალციხეს“ ტერიტორიაზე მდებარეობს, მეორე კი სოფელ მინაძესთან, რომელის მეპატრონეც კახა ტეფნაძეა.ამ ეტაპზე, დაავადებული საქონელი მხოლოდ ტეფნაძის სასაკლაოზე იკვლება, რაც შეეხება სავაჭრო ცენტრ „ახალციხეს“ ტერიტორიაზე მდებარე სასაკლაოს, აქ ამბობენ, რომ სამი წელია, რაც დაავადებულ საქონელს აღარ კლავენ. „თავი, ფეხები და შიგნეულობა იმარხება, რადგან მისი გამოყენება არ შეიძლება დანარჩენი კი საჭმელად ვარგისია. სპეციალური ხსნარებით ვამუშავებთ ადგილს, სადაც დაავადებულ საქონელს დავკლავთ“, – ამბობს სოფელ მინაძესთან მდებარე სასაკლაოს მეპატრონე კახა ტეფნაძე.ბრუცელოზით სამცხე–ჯავახეთში საქონელი ყოველწლიურად ავადდება. 2014 წელს დაავადება ერთდროულად რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში მძვინვარებდა. ამ წელს ბრუცელოზით 51 ადამიანიდა 203 სული პირუტყვი დაავადდა.ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი და ადამიანი. დაავადება ვრცელდება ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტით, ან მისგან მიღებული პროდუქტით. დაკლული პირუტყვის ხორცი საკვებად მხოლოდ თერმული დამშავების შემდეგ არის შესაძლებელი.მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს დაავადებული ცხოველის უმი (აუდუღარი) რძე და მისგან დამზადებული პროდუქტი.ბრუცელოზის ადამიანზე გადაეცემის გზებია:• კონტაქტური - ავადმყოფი ცხოველის აბორტულ მასალასთან, სისხლთან, შარდსა და განავალთან შეხება, პირუტყვის ტყავისა და მატყლის დამუშავება; • საკვებით - ინფიცირებული თერმულად დაუმუშავებელი (აუდუღარი, მოუხარშავი) ცხოველური პროდუქტების გამოყენება (რძე, რძის პროდუქტები, ხორცი);იშვიათად:• ასპირაციული - ბრუცელას ბაქტერიებით დასენიანებული მტვრის, მშრალი ნაკელის, მატყლის ნაწილაკების მოხვედრა პირის, ცხვირისა და თვალის ლორწოვანში.ძალზედ იშვიათად! - ბრუცელოზის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე შეიძლება მოხდეს სისხლის გადასხმის ან ორგანოთა ტრანსპლანტაციის, სქესობრივი კონტაქტის და ძუძუთი კვების დროს. როგორ მივიტანოთ ეჭვი ბრუცელოზზე?ადამიანის ბრუცელოზი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ინკუბაციური (ფარული) პერიოდი გრძელდება ერთი კვირიდან რამდენიმე თვემდე.ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომებია:• ცხელება• ზოგადი სისუსტე• ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამით (სპეციფიური, არასასიამოვნო სუნის ოფლი)• ტკივილები- განსაკუთრებით თავის და ზურგის კუნთების.[თინათინ ზაზაძე, ნანა ინასარიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია