შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

უფლისციხის სასაფლაოზე ერთმანეთთან დაპირისპირების შემდეგ მამა-შვილი დააკავეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 მაისი 2019
გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა, უფლისციხის სასაფლაოზე მომხდარ დაპირისპირების შემდეგ, მამა-შვილი დააკავეს. 28-წლის გიორგი ბიბილაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ელოდება მისი მამა, იოსებ (ნუკრი) ბიბილაშვილი. მამა-შვილი ერთმანეთს, სასაფლაოზე, საფლავთკურთხევის დღეს დაუპირისპირდნენ. ოჯახური კონფლიქტი ქონებრივ დავას უკავშირდება. ერთ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობენ: პაპა, ბებია, მათი შვილი და რძალი: - იოსებ (ნუკრი) ბიბილაშვილი და ეკა ბიბილაშვილი, ასევე, შვილიშვილი
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია