შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საგარეჯოში ოჯახური კონფლიქტის დროს დაჭრილი ქალი თბილისში გადაიყვანეს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 მაისი 2019

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში ქალი, რომელიც 85 წლის მამაკაცმა დღეს დილით ოჯახური კონფლიქტის დროს დაჭრა, საგარეჯოს საავადმყოფოდან თბილისში, შპს ,,ტრამვატოლოგში,, გადაიყვანეს.

76 წლის ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში მიყენებული ჭრილობით თავდაპირველად საგარეჯოს კლინიკაში მოათავსა.

საგარეჯოს საავადმყოფოს მკურნალი ექიმის ინფორმაციით, დაჭრილი ქალი კომატოზურ მდგომარეობაში იყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურში 85 წლის მამაკაცმა ცოლი, რძალი და ორი მეზობლი მოკლა.

ცხედრები ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მანქანებით პროზექტურაში გადაასვენეს.

კახეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ზურა ბერიკაშვილის განცხადებით, მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.

მომხედარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე და 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, რომელიც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაულში ეჭვმიტანილი 85 წლის მამაკაცი სამართალდამცავენმა უკვე დააკავეს. როგორც “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილოდ დაჭრა ერთდროულად 4 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია