შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დედაენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 მაისი 2019

პრემიერის მამუკა ბახტაძის დადგენილებით, არამატერიალური მნიშვნელობის ძეგლს „დედაენა − ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი“, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა.

“კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმის − ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ძეგლებს: არმაზის ციხეს, მცხეთის აკლდამას, ბებრის ციხეს, არმაზისხევის კომპლექსს, სამთავროს სამაროვანს, ნამოსახლარებსა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს − „დედაენას“ (ქართული საანბანო სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი) განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია“, - ნათქვამია დადგენილებაში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია