გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სახელმწიფო სტრუქტურებში ქრთამის აღების ფაქტები 88.89%-ით გაიზარდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 მაისი 2019

ინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მარტში სახელმწიფო სტრუქტურებში ქრთამის აღების ფაქტები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 88.89%-ით გაიზარდა.

კერძოდ, შს სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს ამ დანაშაულის - 34, ხოლო 2018 წლის იანვარ-მარტში 18 ფაქტი დაფიქსირდა.

ზოგადად სამოხელეო დანაშაულის სტატისტიკა კი მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.85%-ით არის შემცირებული. კერძოდ, თუ მიმდინარე წლის 1-ელ სამ თვეში სამოხელეო დანაშაული 161 ფაქტი დაფიქსირდა, 2018 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 171 იყო.

ამასთან, უწყების ცნობით, სტატისტიკურად 2019 წლის 1-ელ კვარტალში სამოხელეო დანაშაულის რეგისტრირებული ფაქტებიდან ყველაზე მეტი - 72 შემთხვევა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება. გარდა ამისა: 2019 წლის იანვარ-მარტში 34 - ქრთამის აღების; 28 - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების; 15 – სამსახურებრივი გულგრილობის; 7 - სამსახურებრივი სიყალბის; 4 - ქრთამის მიცემის და 1 შემთხვევა სხვა დანარჩენი დანაშაული დაფიქსირდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია