დაიწყო გაბრიელ ექპისკოპოსის ქუჩის შესახვევის გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია.
რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოასფალტდება 90 მეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთი.
სამუშაოებს შპს "გზამშენი 18" ასრულებს.
მიმდინარე სამუშაოები ოზურგეთის
მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, თემურ გიორგაძემ და სამსახურის სპეციალისტმა გიორგი ნიკოლაიშვილმა მოინახულეს.