შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ ჩაისუბანში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

ჩემი კარმიდამო
წყარო:  ქობულეთი / http://kobuletinews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ივლისი 2017

სოფელ ჩაისუბანში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს,რომელიც სკოლამდელი აღზრდის 105 აღსაზრდელზეა გათვლილი.

ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორ სართულიანი შენობა აშენდა, რომელიც შშმ პირებისათვის ადაპტირებული იქნება. მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, დარბაზი და დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა.

ინფარსტრუქტურლი ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 377 773 ლრი დაიხარჯება, სამუშაოებს შპს „ინტერ პლიუსი“ აწარმოებს.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ კეთილმოეწყობა ეზო, სადაც საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება და საბავშვო ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვება.

საბავშვო ბაღის მშენებლობა სექტემბერში დასრულდება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია