შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ევროპის საუკეთესო კაიაკერები დღეს მდინარე ბჟუჟზე დაეშვნენ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 მაისი 2019

ევროპის საუკეთესო კაიაკერები დღეს მდინარე ბჟუჟზე დაეშვნენ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, მდინარე ბჟუჟის ხეობაში, სპორტის ექსტრემალური სახეობის, კაიაკინგის ჩემპიონატი Bzhuzha Race იმართება.

ჩემპიონატში ცხრა ქვეყნის 60-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.

კაიაკინგის ევროპის ჩემპიონატს ოზურგეთი უკვე მეოთხედ მასპინძლობს. 
წელს შეჯიბრში ქართველი სპორტსმენებიც მონაწილეობენ.

ფინალური დაშვება და გამარჯვებულების დაჯილდოვება ხვალ, 10 მაისს გაიმართება.

ჩემპიონატის ორგანიზატორები არიან: საქართველოს „კაიაკინგის” საერთაშორისო ფედერაცია, გურიის სამხარეო ადმინისტრაცია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის – სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა განყოფილება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია