შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დაზარალებულ მოსახლეობას წყალი ავზით მიეწოდება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 მაისი 2019

სათავე ნაგებობების აღდგენამდე, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა წყალს ავტოცისტერნებით მიიღებს- ამის შესახებ განცხადება კახეთის გუბერნატორმა გააკეთა.



ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, სასმელი წყლის სათავე ნაგებობები თელავის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში, ლეჩურში, ფშაველას და ლალისყურში დააზიანა.
,,ზარალის შეფასებაში ეს ერთ - ერთი პირველი ამოცანაა. მაგაზე თანხა გამოიყოფა და ამ შემთხვევაში თელავის მუნიციპალიტეტი დაიწყებს იმ დაზიანებული სათავე ნაგებობების აღდგენას. სანამდე ეს არ აღდგება, მოსახლეობას როგორც აქამდე მიეწოდებოდა წყალი სპეციალური ავტოცისტერნის საშუალებით, ეს პროცედურა გაგრძელდება,,- განაცხადა მან.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია