კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქერიმ მაჩალიკაშვილმა კიევის ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 მაისი 2019

პანკისის ხეობაში მცხოვრები ქერიმ მაჩალიკაშვილი კიევის საერთაშორისო ტურნირის ფინალში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ის 63 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მაჩალიკაშვილი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ნაკრების წევრია.

ჭიდაობის ფედერაციის ინფორმაციით, გელა ბოლქვაძემ, რომელიც 77 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, უკრაინის წარმომადგენელი ნურალიევი ანგარიშით 9-0 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა გურამ ხეცურიანმა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ტრამვის გამო ასპარეზობა ვეღარ შეძლო.

უკრაინის დედაქალაქ კიევში „სახელოვან უკრაინელ მოჭიდავეთა და მწვრთნელთა ხსოვნის“ რიგით 23-ე საერთაშორისო ტურნირი 10 მაისს დაიწყო.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია