სამცხე-ჯავახეთი
ურაველში სარწყავი სისტემის მილები მოიპარეს
სამართალი
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
13 მაისი 2019
მილები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზეა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სარწყავი წყლის სისტემის 48 მილი დაახლოებით სამი კვირის წინ, აპრილის ბოლოს მოიპარეს. ასზე მეტი მილი უკვე ერთი წელია, რაც სოფლის ტერიტორიაზე, მდინარის ნაპირზეა დასაწყობებული. ვის შეიძლება მოეპარა მილები ადგილობრივებისთვის უცნობია. მათ ქურდობის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც სოფელში პოლიცია ავიდა და საქმის მოკვლევა დაიწყო.„მთელი სოფელი გამოკითხეს, ჩემთანაც იყვნენ მოსულები აინტერესებდათ ვინმე ხომ არ დამინახავს. წარმოდგენა არ მაქვს ვის შეიძლება წაეღო“, – გვეუბნება ადგილობრივი ბეგლარ კაპანაძე.მილები, იმ ექვსი სოფლის გასარწყავიანების სისტემის მშენებლობისთვის შეიძინეს, რომელიც გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო, თუმცა ურავლის მოსახლეობის პროტესტის გამო,მალევე შეჩერდა. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ წყლის დებეტი საკმარისი არ არის და პროექტი არ უნდა განხორციელდეს. ახალციხის მერიაში, ურაველში მომხდარი ფაქტის შესახებ იციან, თუმცა კომენტარს ვიდრე ძიება არ დასრულდება არ აკეთებენ. შსს–მ საქმეზე ძიება სსკ–ს, 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]