გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ოპოზიციის პასუხი იყო–არა, არა ქუჩაში არ გამოვალთ, ჩვენ მარტო არჩევნების გზით". . .

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 მაისი 2019

საქართველოში ჩამოსვლის ოთხი სხვადასხვა მარშრუტი მქონდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის მეორე დღესვე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, მიუნხენში, ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, თანაგუნდელები ეუბნებოდნენ, არ ჩამოსულიყო, რადგან არჩევნების მეორე ტურს ისედაც იგებდნენ.

„ორ რაღაცას იმეორებდა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების დროს – თქვენ ხომ არ გამოხვალთ ქუჩაში და სააკაშვილი ხომ არ ჩამოვა. ამაზე ოპოზიციის პასუხი იყო – არა, არა ქუჩაში არ გამოვალთ, ჩვენ მარტო არჩევნების გზით. . . სააკაშვილი, ნუ, პრინციპში ქვეყანაში ცხოვრების უფლება კი უნდა ჰქონდეს, მაგრამ. . . და როდესაც მე ვეუბნებოდი, რომ ჩამოვდივარ, მოიცა, მოიცა, ხელს ნუ შეგვიშლი, მეორე ტური მოგებული გვაქვს. ოთხი სხვადასხვა მარშრუტი მქონდა საქართველოში ჩამოსვლის პირველი ტურის მეორე დღესვე. არა, არა, იყავი მანდ, მოგებული გვაქვს მეორე ტურიო. მერე რო ეთქვათ, არჩევნები წავაგეთ ამ პროვოკატორის გამო, სად მივდიოდი. . . ორივე, რაზეც აგვაგდო, შევუსრულეთ. ეს არის სისუსტის, გამოუცდელობის შედეგი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

https://1tv.ge/news

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია