შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 მაისი 2019
ახალციხის რაიონულ სასამართლოში ფოკაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა დღეს, 16 მაისს გაიმართა, სადაც პროკურორმა და ბრალდებულის ადვოკატმა მოსამართლეს მტკიცებულებები წარუდგინეს.ბრალდებულის ადვოკატმა ავთანდილ თელიაშვილმა მტკიცებულებებად გარდაცვლილსა და ბრალდებულს შორის მკვლელობამდე, სამი თვის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებული საქმის მასალები წარადგინა. ადვოკატმა სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ 2018 წლის 26 სექტემბერს ვ.თ [გარდაცვლილი] მის დაცვის ქვეშ მყოფს მოკვლას უპირებდა. მომხდარის შემდეგ ვ.თ სამართალდამცავებმა დააკავეს, მოგვიანებით კი გირაოთი გამოუშვეს. „მინდა რომ მაშინდელი საქმის ჩვენებები აქ წაიკითხოთ. სასაფლაოზე მომხდარი ფაქტის დროს ვ.თ კლავდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია. მაშინ თუ შეეძლო იმ კაცს ამის მოკვლა, ესე იგი უშუალოდ მკვლელობის დღესაც შეეძლო. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იცავდა. გარდა ამისა, ის ექსპერტიზებიც უნდა გამოვიყენო, მაშინ რაც ჩაუტარდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს“,–განაცხადა თელიაშვილმა.პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა სადავოდ გახადა ადვოკატის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, თუმცა მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა არ გაითვალისწინა.ქომოშვილმა დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები და იმ მოწმეთა სია წარადგინა, რომლებიც საქმის მიმდინარეობის დროს დაიკითხნენ.დაკავებულს ბრალი სსკ–ს 108 და 236 მუხლებით აქვს წაყენებული, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა –გამოყენებას გულისხმობს.ბრალდებული გ.მ ბრალს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებს.„მე აფექტის მდგომარეობაში ვიყავი. არ მახსოვს, როგორ წავედი ავიღე იარაღი და შემდეგ ეს ყველაფერი მოხდა. გარდაცვლილი სულ დამცინოდა და მეუბნებოდა რომ ჩემს ოჯახს სოფელი დაეტოვებინა, მავიწროვებდა“,–განაცხადა 2018 წლის ხუთ დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა.შემდეგი სასამართლო სხდომა 23 მაისს 13:00 საათზე ჩაინიშნა.ნინოწმინდაში, სოფელ ფოკაში, 33 წლის კაცი 2018 წლის სამ დეკემბერს მოკლეს, მკვლელობაში ბრალდებული მისი თანაკლასელია.მომხდარის შემდეგ თანასოფლელებმა ბრალდებულის ორი სახლი და ოთხი მანქანა დაწვეს. ამ ფაქტს შსს სხვისი ქონების დაზიანების მუხლით იძიებს. [მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია