შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლები მოინახულეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 მაისი 2019
წაღვლის თემში შემავალი ყველა სოფელი სარგებლობს მაღალმთიანი სოფლის სტატუსით. სოფლები გაზიფიცირებულია. თემი საკმაოდ მოშორებულია რაიონული ცენტრისგან და ზღვის დონიდანაც საკმაოდ მაღლა მდებარეობს. სოფლებისკენ მიმავალი გზა სავალალო მდგომარეობაშია, ისევე როგორც შიგნით სოფლებში არსებული გზები. მათზე გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური ხდება წვიმიან ამინდში, ხოლო ზამთარში ბევრ სოფელში საერთოდ შეუძლებელია ტრანსპორტით მისვლა. თემის ყველა სოფელში ერთად დაახლოებით 1200 ოჯახი ცხოვრობს.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია