კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

17 საათის მონაცემებით, საგარეჯოში ამომრჩეველთა აქტივობა 67%-ია, ხოლო ახმეტაში – 44%

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 მაისი 2019

საარჩევნო უბნების დახურვამდე 2 საათი რჩება. საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ მღებრიშვილის ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით, სოფელ უჯარმაში, საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა 309 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ხმების საერთო რაოდენობის 67,76 %-ს შეადგენს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხალაწანსა და ომალოში ხმა 538-მა ამომრჩეველმა მისცა. ეს მონაცემი ხმების საერთო რაოდენობის 44,1 %-ია.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების ხალაწანისა და ომალოს მოსახლეობა წარმომადგენლობითი ორგანოს მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევს.

სოფელ ხალაწანსა და ომალოში 1220 და უჯარმაში კი 456 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სოფელ უჯარმის მაჟორატარი დეპუტატობის თანამდებობა 12 კანდიდატს სურს, ხოლო ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მანდატისთვის 11 პრეტენდენტი იბრძვის.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია