შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“რეფორმები 5 წუთში” – სააკაშვილის ახალი ინიციატივა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 მაისი 2019

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალი ინიციატივით გამოდის და "YouTube" -ის არხისთვის ვიდეო გადაღებების ციკლს იწყებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი სწორედ ამ 5 წუთიანი ვიდეო რგოლების საშუალებით, აპირებს უკრაინის ახალ ხელისუფლებას საკუთარი გამოცდილება და რჩევები გაუზიაროს. აი, რას წერს თავად სააკაშვილი საკუთარ სოციალურ გვერდზე: "მე გადავწყვიტე ჩავწერო ვიდეო რგოლების სერია – "რეფორმები 5 წუთში", სადაც იქნება რჩევები, თუ როგორ უნდა განხორციელდეს აუცილებელი და გადაუდებელი რეფორმები უკრაინაში". შეგახსენებთ, რომ "რეფორმების პრინციპები"-ს პირველი ეპიზოდის "პრემიერა" ყოფილი პრეზიდენტის "YouTube" -ის პირად არხზე - 16 მაისს, 17:00 საათზე შედგა.

intermedia.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია