შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახათში "ოცნების" აქტივისტებმა ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 მაისი 2019
ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათის N95-ე საარჩევნო უბანთან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „რუსთავი ორის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, რომელიც "ქართული ოცნების" აქტივისტებისაგან იმ სიის წარმოედგენას ითხოვდა, რომლითაც კოორდინატორები უბანზე მისულ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ.
„რა უნდა გვარამიას აქ! წადი თბილისში!“ - ასეთი შეძახილებით დახვდნენ ნიკა გვარამიას საარჩევნო უბანთან მისული "ოცნების" მხარდამჭერები.
ნიკა გვარამიას თქმით, მას თავს დაესხა „ოცნების“ კოორტინატორი ქეთევან სორდია.
„ვლანძღავდი კი არა, დანასაც გავუყრიდი ყელში უნამუსო გვარამიას“, - უთხრა ქეთევან სორდიამ რადიო თავისუფლებას.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია