შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხაშურში დიმიტრი ყიფიანის ქუჩის ერთ ნაწილს სახელწოდებას უცვლიან

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 მაისი 2019
ხაშურის საკრებულოს წევრებმა მოიწონეს დიმიტრი ყიფიანის სახელობის ქუჩის I ჩიხის მცხოვრებთა მოთხოვნა. მოთხოვნის მიხედვით, ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთს ხაშურის პოლიციის სამმართველოს უფროსის (ავარიაში გარდაცვლილ) ნუგზარ ლომიძის სახელი მიენიჭება. ლომიძე 2013 წელს მოადგილესთან ერთად ავტობანზე დაიღუპა. ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას სამთავრობო კომისიის წევრები მიიღებენ. ,,ეს მოთხოვნა განიხილეს ჯერ კომისიის სხდომაზე, შემდეგ, საკრებულოს სხდომაზე.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია