გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ყველაზე უარყოფითი დამოკიდებულება ივანიშვილის და ჯაფარიძის მიმართ აქვთ - NDI-ის კვლევა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 მაისი 2019

რა დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას პოლიტიკოსების მიმართ. NDI-ის კვლევის თანახმად რესპოდენტებს ყველაზე დადებითი დამოკიდებულება დავით სერგეენკოს 40%, კახა კალაძის 40% და მიხეილ სააკაშვილის 31% მიმართ აქვთ. პირველ ათეულში ასევე არიან შალვა ნათელაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე 28-28%-ებით, გიორგი გახარია 27%-ით, ზაალ უდუმაშვილი 27%, ალეკო ელისაშვილი 26%, მამუკა ბახტაძე 26%.

ყველაზე დიდი უარყოფითი დამკიდებულების მაჩვენებელი აქვთ ბიძინა ივანიშვილს 39% და ზურაბ ჯაფარიძეს 35%.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია