შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხვამლის მთის არქეოლოგიური სამუშაოები განხორციელდა

მეცნიერება
წყარო:  Kutaisi Today / http://kutaisitoday.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 თებერვალი 2016

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხვამლის მთის არქეოლოგიური სამუშაოები განხორციელდა.

საველე სამუშაოები ორ უბანზე – წმ.გიორგის ეკლესიის მიმდებარედ და ადგილ „მაყვლისყანაში“ განხორციელდა.
წმ.გიორგის ეკლესიიდან სამხრეთ-დასავლეთით, გალავანიდან 55-60 მეტრის დაშორებით 300კვ.მ ფართობი გაითხარა, სადაც კირქვის კვადრებით ნაგები ორი სათავსოს ქვედა სტრუქტურა გამოვლინდა, სავარაუდოდ სატრაპეზო და სენაკი.
დადასტურდა ორი სამშენებლო დონე – პირველი კლდეზე დაშენებული თლილი კვადრებით ნაგები, ხოლო მეორე პირველი დონის ნანგრევი და დაუმუშავებელი ქვით. ნაგებობის იატაკზე აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი, მათ შორის მოჭიქული ცალები, განვითარებული და გვიანი შუასაუკუნეებით თარიღდება.

ეკლესიიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ადგილ „მაყვლისყანაში 550კვ.მ ფართობი გაითხარა, სადაც უცნაური სეზონური საცხოვრებელი კომპლექსი გამოვლინდა. კომპლექსი ბუნებრივ კლდეებსა და გალავანს შორის ტაფობშია მოქცეულია; გაითხარა გალავანი, ორი წრიული და ერთი ნახევრადწრიული ნაგებობა, ოთხი ეხი და სამი მღვიმე.

წრიულ ნაგებობებში, ქვის წყობის შიდა მხარეს დაფიქსირდა ურთხმელის სარლასტის ნაშთები. ნაგებობების იატაკი მოფენილი იყო ე.წ. კოხის ქვებით, დაფიქსირდა მცირე რაოდენობით კერამიკა და ობსიდიანისა და კაჟის იარაღი. ერთ-ერთ სათავსოში აღმოჩნდა დაწახნაგებული ჰემატიტი _ ე.წ. „ორაკულის კამათელი“ – 8 სამკუთხა და 6 ოთხკუთხა გვერდით. სამკუთხა გვერდზე ამოკვეთილია ნიშნები და მიმდინარეობს მათი შესწავლა. ეხსა და მღვიმეში გაკეთებულ სადაზვერვო თხრილებში დაფიქსირდა თიხის ჭურჭლისა და საქონლის ნაპრიალები კოჭის ძვლები.

ძეგლზე მოპოვებულ არქეოლოგიურ მასალას წინასწარულად წინარეანტიკური და რომაული პერიოდით ათარიღებენ.
გარდა სტაციონარული გათხებისა ექსპედიციამ ჩაატარა დაზვერვითი სამუშაოები, გამოავლინა მაყვლისყანის მსგავსი ათამდე კომპლექსი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია