შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პრემიერი: ვერასდროს გავიზიარებ იმას, რომ „ოცნება“ ვერ უზრუნველყოფს დაპირებების შესრულებას

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 მაისი 2019

"მე მესმის, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა დაგროვილი ყველგან, მათ შორის რეგიონებში. იცით, რომ მე ძალიან აქტიურად დავდივარ და მაქვს კომუნიკაცია მოსახლეობასთან, მაგრამ ამავე დროს ამ კომუნიკაციის შედეგი არის ის, რომ მოსახლეობიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენ ბევრი რამ შევცვალეთ. მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც არსებობს ობიექტურად დღეს თითოეული ჩვენი მოქალაქის ოჯახის წინაშე, მათ აქვთ ნდობის მაღალი ხარისხი მმართველი ძალის მიმართ და რა თქმა უნდა, ამ ნდობას ჩვენ აუცილებლად გავამართლებთ.

იმაზე საუბარს, რომ “ქართული ოცნება” ვერ უზრუნველყოფს იმას, რა დაპირებებითაც მოვიდა, მე ვერასდროს გავიზიარებ. unicef-ის კვლევის შემედეგ ერთ-ერთი პირველი, რაც გავაკეთეთ უკვე ახალი სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, სწორედ ასეთი ოჯახებისთვის ბავშვებზე დახმარება გავზარდეთ. რა თქმა უნდა, იმ ხედვაში ხედვა რაც გვაქვს, რა მინიმალური სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოს ხელისუფლებამ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება გადავიყვანოთ სხვა ეტაპზე, ბუნებრივია, საკვებით უზრუნველყოფას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება"-განაცხადა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტვ პირველის ეთერში გადაცემაში "რეაქცია"-ში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია