შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა გავლენას ახდენს მეცნიერება თქვენს ცხოვრებაზე

მეცნიერება
წყარო:  Kutaisi Today / http://kutaisitoday.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 აპრილი 2016

ერთი ლექსიკონის თანახმად, მეცნიერება არის „ადამიანის საქმიანობის სფერო, რომლის მიზანია გარემომცველი სამყაროს შესახებ ობიექტური ცოდნის მიღება და სისტემატიზაცია. მეცნიერული ცოდნის დაგროვება ხდება ბუნების, საზოგადოების ან სხვა ობიექტის სამეცნიერო მეთოდით შესწავლის შედეგად“. მეცნიერული ცდებისა და კვლევების ჩატარება, რომელსაც კვირები, თვეები და წლებიც კი სჭირდება, დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მეცნიერების მთელი შრომა წყალში იყრება, უმეტეს შემთხვევაში ისინი წარმატებას აღწევენ, რასაც კაცობრიობისთვის დიდი სიკეთე მოაქვს. განვიხილოთ ამის რამდენიმე მაგალითი:

ერთმა ევროპულმა კომპანიამ პლასტმასისა და ფილტრის გამოყენებით შექმნა სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ფილტრავს დაბინძურებულ წყალს და ხალხს მრავალი დაავადებისგან იცავს. მსგავს მოწყობილობებს სტიქიური უბედურებების დროს იყენებენ. მაგალითად, ასეთი დანადგარი 2010 წელს ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის დროს გამოიყენეს.

დედამიწის ორბიტის გარშემო მოძრავი სატელიტური თანამგზავრები ქმნიან გლობალური ადგილმდებარეობის განმსაზღვრელ სისტემას, რაც GPS-ის სახელით არის ცნობილი. ეს სისტემა, რომელიც თავდაპირველად სამხედრო მიზნებისთვის შეიქმნა, დღეს დიდ დახმარებას უწევს მძღოლებს, მფრინავებს, ზღვაოსნებს, მონადირეებსა და მოლაშქრეებსაც კი. მეცნიერების მიერ შექმნილი GPS მოწყობილობის წყალობით გვიადვილდება დანიშნულების ადგილამდე მისვლა.

იყენებთ მობილურ ტელეფონს, კომპიუტერსა და ინტერნეტს? გიმგზავრიათ თვითმფრინავით? გამოგიცდიათ საკუთარ თავზე მედიცინაში მიღწეული წარმატებები, რის შედეგადაც გაგიუმჯობესდათ ჯანმრთელობა ან სრულიად გამოჯანმრთელდით? თუ დიახ, ესე იგი, თქვენ სარგებლობთ მეცნიერული მიღწევებით. მართლაც, მეცნიერება ჩვენზე მრავალმხრივ მოქმედებს დადებითად.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია