8-20 მაისს გამართულ საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში ა (ა) მონაწილეობა იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის, ჭადრაკის წრის მოსწავლეებმა ( პედაგოგი ნინო წიტაიშვილი) მიიღეს.
ჩემპიონატში 10 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის თენგიზ თოიძემ, ლიზი ვასაძემ და გიორგი ღლონტმა იასპერეზეს.
ნათია ვასაძემ და ლუკა მახარაძემ კი 12 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის.
58 მონაწილე ბავშვს შორის წარმატებით იასპარეზა და 9-დან 6, 5 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა თენგიზ თოიძემ. მიღებული შედეგით მან არა მარტო რეიტინგი აიმაღლა, არამედ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.
საქართველოს ჩემპიონატზე პირველი ასპარეზობა იყო ლიზი ვასაძისთვის, რომელიც 9-დან 4 ქულით ათეულში მოხვდა.
“ჩემპიონატში მონაწილეობამ დიდი გამოცდილება მისცა თითოეულ მონაწილეს, შემდეგი ასპარეზობისათვის.
რაც შეეხება ჭადრაკის წრის პედაგოგს, ნინო წიტაიშვილს, მას აღნიშნულ ჩემპიონატზე ეროვნული არბიტრის წოდება მიენიჭა და მრავალწლიანი შესვენების შემდეგ ფიდეს რეიტინგი აღიდგინა.
“ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო ორგანიზებული. მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები, სიმბოლური აქსესუარები და ფასიანი საჩუქრები.
აქვე, განყოფილების პედაგოგისა და მშობლების სახელით დიდ მადლობას ვუხდით კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორს, თამარ ნადირიძეს, რომელიც ყოველთვის მზადაა დახმარებისა და გვერდში დგომისათვის, რათა ნებისმიერი ღონისძიება ორგანიზებულად და წარმატებულად ჩატარდეს”-გვითხრა ნინო წიტაიშვილმა.