შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ ველისციხეში 50 ჰექტარი დაისეტყვა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 მაისი 2019

გუშინ საღამოს მოსულმა სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში დაახლოებით 50 ჰექტარი დააზიანა.


როგორც მერის რწმუნებულმა სოფელ ველისციხეში ამირან ალთუნაშვილმა განაცხადა, დაზიანება დაახლოებით 15-20 პროცენტია.
„ვენახები ალაგ - ალაგ არის ვაზისუბნის მხარეზე დასეტყვილი, ალბათ 15-20 პროცენტი იქნება დაზიანება. საგანგაშო არაფერია. ზოგიერთ ნაკვეთებში ზოლზეა გადავლილი სეტყვა. დაახლოებით 50 ჰექტარი იქნება დასეტყვილი. “

მისივე თქმით, იმისთვის, რომ დასეტყვილი ყურძენი უფრო მეტად არ გაფუჭდეს, მოსახლეობამ ვენახების შეწამლვა უკვე დაიწყო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია