შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ახტალაზე“ ტურისტული სეზონი გაიხსნა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 მაისი 2019

კურორტ "ახტალაზე" სეზონი 15 მაისიდან გაიხსნა და ამ დროისთვის 20 დამსვენებელი ჰყავს.


დირექტორის, გიორგი უტიაშვილის თქმით, საკურორტო სეზონისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა როგორც საძილე, ასევე სააბაზანო განყოფილებაში.
„15 მაისს გაიხსნა სეზონი და მას შემდეგ ვღებულობთ დამსვენებლებს. პაციენტები არიან შუა აზიიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. მანამდე ჩავატარეთ მთელი რიგი სამუშაოები. მთელ სააბაზანო განყოფილებაში ჩატარდა კოსმეტიკური რემონტი. ფიზიო პროცედურების განყოფილებაში განახლდა ინტერიერი, მოეწყო ახალი კაბინები. რაც შეეხება საძილე კორპუსს, ხუთ ოთახში ჩატარდა კოსმეტიკური სამუშაოები: შეიცვალა იატაკი და გაკეთდა ჭერი. ძირეული ცვლილებები საჭიროდ არ ჩავთვალეთ, რადგან ზაფხულიდან ახალი კორპუსების მშენებლობა დაიწყება. გვაქვს შეკვეთები როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი დამსვენებლებისგან. იმედი გვაქვს, სეზონზე ნორმალური დატვირთვა გვექნება.“

მისივე თქმით, საკურორტო სეზონი ნოემბრამდე გაგრძელდება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია