შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამცხე–ჯავახეთში სამმა პედაგოგმა წლის საუკეთესო მასწავლებლის ჯილდო მიიღო

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 მაისი 2019
სამოქალაქო განათლებაში წლის საუკეთესო მასწავლებლის ჯილდო, ბორჯომში სოფელ დვირის საჯარო სკოლის პედაგოგმა ლელა ჯავახიშვილმა მიიღო. ადიგენში, სოფელ ბენარის საჯარო სკოლის პედაგოგმა სვეტლანა ბოჩიკაშვილმა, ხოლო ახალქალაქში N2 საჯარო სკოლის პედაგოგმა ჰასმიკ კარაპეტიანმა.კონფერენციაში, რომელიც 25 მაისს გაიმართა, მონაწილეობას 300–მდე პედაგოგი იღებდა. კონფერენცია-გამოფენა ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International საქართველოს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან ერთად და რეგიონულ ორგანიზაციებთან პარტნიორობით, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით. [sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია