შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და კომისიის თავმჯდომარეებმა ერთი წლის განამვლობაში მათ მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ ისაუბრეს.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 ოქტომბერი 2018
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, დღეს, 31 ოქტომბერს, ანგარიშის წარდგენას 33 დეპუტატიდან 22 ესწრებოდა. დეპუტატებმა 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ნოემბრამდე პერიოდი შეაჯამეს.სიტყვით ჯერ საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, შემდეგ კი ხუთი კომისიიდან ოთხის ოთავმჯდომარე გამოვიდა. სხდომას სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ამბარცუმ ბაბოიანი არ დასწრებია. „ქვეყნის მასშტაბით ბიუჯეტის სიდიდით მეექვსე ადგილზე ვართ. არანაირი რესურსი არ გვაქვს ბორჯომისგან განსხვავებით, მაგრამ ჩვენი აქტივობით და მუხლჩაუხრელი შრომით ბორჯომსაც კი გავუსწარით. გვინდოდა უფრო მეტი მოქალაქე დასწრებოდა დღევანდელ შეხვედრას, თუმცა საშემოდგომო საქმეების გამო ბევრმა ვერ მოახერხა“, – განაცხადა ნოზაძემ შეხვედრაზე, რომელსაც რვა ადგილობრივი ესწრეობდა. მან ერთი წლის განმავლობაში მერიის მიერ განხორციელებული სოციალური და კულტურული პროგრამების შესახებ ისაუბრა. საკრებულოს სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ვასილ სისვაძემ მუნიციპალიტეტში დაგეგმილ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა: „2018 წელს რვა მილიონი ლარი დაიხარჯა და ამ თანხაში 45 ხელშეკრულება გაფორმდა. მიმდინარე 24 ტენდერიც გვაქვს, ამისთვის 2 900 000 ლარია განსაზღვრული“. შეხვედრას ახალციხის მუნიიცპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძეც ესწრებოდა, მისი თქმით, 2018 წელს მუნიციპალიტეტში 16 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. „საფინანსო საბიუჯეტო კომისიამ სულ 11 სხდომა ჩაატარა, რომელშიც განხილული იყო, როგორც ბიუჯეტის ცვლილებები, ასევე შესყიდვების ნებართვები და ბიუჯეტის კვარტალური შესრულებები. წელს ბიუჯეტში ხუთი ცვლილება შევიდა.დღევანელი მონაცემებით ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 25 722 000 ლარია. ყველაზე დიდი ბიუჯეტი გვაქავს რეგიონში რაც ძალიან საამაყოა. ბიუჯეტის დიდი წილი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ხმარდება“, – განაცადა სხდომაზე საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ მანანა ბალიაშვილმა.საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ კურტანიძე ამბობს, რომ იგი მოსახლეობასთან შეხვედრებს ხშირად მართავს: „თანამდებობის პირებს წესით თვეში ერთხელ გვიწევს მოსახლეობასთან შეხვედრა და მე უფრო ხშირად ვხვდები მათ. თითოეულ მოქალაქესთან მივდივარ სახლში და ისე ვესაუბრები“.მუნიციპალური ქონების მართვის ბუნებრივი რესურსების და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ბესიკ გოქსაძის განმარტებით, ერთ წლის განმავლობაში კომისიამ 12 სხდომა ჩაატარა და 34 საკითხი განხილა: „წინა გამომსველი კომისიები ემსახურებიან ბიუჯეტის ხარჯვას, ჩვენი კომისია ბიუჯეტის შევსებაზე ზრუნავს. ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანების შემდეგ განვაახლეთ ქონება, რომელიც მოძველებული იყო ჩამოვწერეთ. მერიამ საკრებულოს თანხმობით განაახლა ძველი კონტრაქტები, ხელშეკრულებები და იჯარები, რომელიც იყო კერძო და იურიდიულ პირებთან. მერიიდან შემოსული 34 საკითხიდან ყველას თანხმობა მისცა ჩვენმა კომისიამ და საკრებულომ. მხოლოდ ერთი საკითხი არ დაკმაყოფლდა, კერძოდ კაზინო „კრისტალ ბეთის“ მომართვა. მათ უნდოდათ გადასახადის შემცირება და ჩვენ ამაზე არ დავეთანხმეთ“.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განგვიმარტეს, რომ 33–ვე დეპუტატს უკვე მომზადებული აქვს ერთწლიანი შეფასება და ის 10–დღიან ვადაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფეისბუქის გვერდზე აიტვირთება, ანგარიშის გაცნობა ყველა მსურველს შეეძლება.ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად დეპუტატებმა მსგავსი შეხვედრა წელიწადში ერთხელ, პირველ ნოემბრამდე უნდა დაგეგმონ.[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია