შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დასაკარგი და დასათმობი არაფერი აღარ გვაქვს" - მთავარეპისკოპოსი ეფრემი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 მაისი 2019

დღეს დასაკარგი და დასათმობი არაფერი აღარ აქვს, რადგან ისედაც ბევრია დათმობილი - აცხადებს ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი დავით გარეჯის მოვლენებზე საუბრისას. თავად სასულიერო პირი ამ დროისთვის გარეჯში იმყოფება, სადაც აქცია "გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია"  მიმდინარეობს.

"დავით გარეჯში, ჩვენს უწმინდეს და ისტორიულ ადგილზე შეიკრიბა ერი და ბერი, სამღვდელოება, მორწმუნენი, უამრავი ქართველი ადამიანი იმისთვის, რათა კიდევ ერთხელ ხმამაღლა დავადასტუროთ, რომ დავით გარეჯი ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილია, საქართველოს უდიდესი სულიერი საგანძურია და ამის დათმობას, ქართველი ადამიანი არაფრის ხარჯზე, არანაირ ფასად არ აპირებს. ეს არის ჩვენი სათქმელი დღეს ყველას მიმართ, განსაკუთრებით ჩვენი მეზობლების მიმართ, შინაურების მიმართ და ესაა ჩვენი მშვიდობიანი შეკრების მიზანი. რა თქმა უნდა, ერთობით და ჩვენ შეგვწევს ძალა ყოველთვის გადამწყვეტ და კრიტიკულ მომენტში ერთად დავდგეთ

ჩვენი შეკრება არანაირად არაა გათვლილი პროვოკაციაზე, ჩვენ გვეყოფა იმდენი გონიერება, იმისთვის, რომ მოვუსმინოთ უპირველეს ყოვლისა, ჩვენს პატრიარქს. მაგრამ მოთმინება არ ნიშნავს უმოქმედობას. ეს არის მშვიდობიანი აქცია და პირიქით, ამით ჩვენ გამოვხატავთ ქართველი ერის შინაგან სურვილს, რომ მოლაპარაკებები, რომელიც მიდის ორ ქვეყანას შორის დასრულდეს არა საზიანოდ, არამედ ორივე მხარის საკეთილდღეოდ. მაგრამ ის, რომ დავით გარეჯი, ცალსახად და ისტორიული სამართლიანობით, ყველა მიწიერი თუ სულიერი კანონით, საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ეს გადახედვას არ ექვემდებარება", - განაცხადა მეუფემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია