შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კანონპროექტს მარიხუანის სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნებისთვის წარმოება/ექსპორტზე გატანის შესახებ, მთავრობა პარლამენტიდან გაიწვევს.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 ნოემბერი 2018
შს მინისტრმა ეს გადაწყვეტილება დღეს, 2 ნოემბერს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ილია II-სთან შეხვედრის შემდეგ მიიღო."იურიდიული თვალსაზრისით, პროექტს გასაწვევი არაფერი სჭირდა და იურიდიულად გამართული იყო, მაგრამ რაკი საკითხს პოლიტიკური კონტექსტი მიეცა, საზოგადოების განწყობის გათვალისწინებით, მთავრობა საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევას დათანხმდა", – განაცხადა შს მინისტრამა პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.გიორგი გახარიასთან ერთად, პატრიარქთან შეხვედრას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია