შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბიეთის ტაძრის რესტავრაცია იწყება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 მაისი 2019
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის თქმით, ბიეთის ტაძრის რესტავრაციის პროექტი, როგორც სააგენტოში, ისე საპატრიარქოში განიხილეს და სამუშაოები მათი მონიტორინგის ქვეშ განხორციელდება.„ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლია. მხატვრობის კვალი შემორჩენილია, მისი პირვანდელი სახით აღდგენას დრო და დიდი სამუშაოები დასჭირდება„ – ამბობს ნიკოლოზ ანთიძე.ბიეთის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებს „ფონდი ქართუს“ დაფინანსებით, კომპანია „ივერთმშენი“ განახორციელებს. მიმდინარე წელს, სამუშაოების პირველ ეტაპზე, ტაძრის საძირკველს გაამაგრებენ და კედლების ამოყვანას დაიწყებენ.„ტაძრის მიმდებარედ, მუშებისთვის დროებითი საცხოვრებელი შენდება. წყალს და ელექტროენერგიას მივიყვანთ, შემდეგ კი ტაძრის რესტავრაციას დავიწყებთ. დაახლოებით ორ თვეში სარესტავრაციო სამუშაოებს შევუდგებით“, – განმარტავს კომპანია „ივერთმშენის“ დირექტორი ედიშერ ჯანჯულია.მისი თქმით, მიმდინარე წელს ტაძრის რეაბილიტაციისათვის 350 000 ლარი დაიხარჯება –„თითოეული ეტაპის სამუშაოების განსახორციელებლად თანხებიც ეტაპობრივად გვერიცხება. წელს ამ თანხით უნდა დავიწყოთ სამუშაოები“.საერთო ჯამში, რა თანხა დაიხარჯება ბიეთის ტაძრის რესტავრაციაზე უცნობია – „კერძო ფონდი აფინანსებს და ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა სამუშაოებიდან გამომდინარე ცოტა ნამდვილად არ იქნება“, – ამბობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე."ფონდ ქართუში" ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.ტაძრის რესტავრაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და დაახლოებით სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ბიეთს რესტავრაციის შემდეგ პირვანდელი სახე დაუბრუნდება.გაწმენდითი სამუშაოები ძეგლს 2018 წელს ჩაუტარდა.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია