სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლებიდან ერთმა დაბრუნებაზე უარი განაცხადა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 მაისი 2019
„ახალციხის ციხიდან წერილი გამომიგზავნეს დაბრუნებაზე, მაგრამ არ იყო მითითებული იგივე პოზიციაზე მაბრუნებდნენ თუ არა. იურისტებთან გავიარე კონსულტაცია და მითხრეს, რომ ეს იყო სეზონური სამუშაო და რამდენიმე თვეში ისევ გამათავისუფლებდნენ“, – ამბობს ვეფხია სამსონიძე.სამსონიძე, სამსახურში აღდგენის მოთხოვნით დავას სასამართლოში აგრძელებს: „სასამართლოს გზით დავიბრუნებ ჩემს სამსახურს“.მიმდინარე წელს, ახალციხის ციხეზე, რეორგანიზაციის შედეგად, გაუქმდა შვიდი შტატი, ექვსი თანამშრომელი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ექვსიდან ორმა სამსახურში აღდგენის და განაცდური საათების ანაზღაურების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართა. მათ შორისაა ვეფხვია სამსონიძე და ყოფილი საქმის მწარმოებლი მაია სამსონიძე, რომლის შტატიც გააუქმეს.მოგვიანებით, 10 მაისს, ახალციხის ციხის ადმინისტრაციამ გათავისუფლებული ექვსი თანამშრომლიდან ხუთს ტურისტული სეზონის დასრულებამდე სამსახურში დაბრუნება შესთავაზა. აქედან სამსახურში მხოლოდ ოთხი მათგანი დაბრუნდა.ახალციხის ციხის დირექტორის დავით ტაბატაძის თქმით, რადგან ვეფხია სამსონიძემ შეთავაზებაზე უარი თქვა, 27 მაისიდან მის ადგილზე ახალი თანამშრომელი აიყვანა.მიმდინარე წელს, ტურისტული სეზონის დასრულებამდე დავით ტაბატაძემ, ახალციხის ციხეზე სხვადასხვა პოზიციაზე სამუშაოდ ჯამში ცხრა თანამშრომელი აიყვანა, აქედან ხუთს გასული წლის დეკემბერში ამოეწურათ ხელშეკრულების ვადა.„ციხეზე ტექნიკურ სამუშაოებზე მუდმივად არავინ არის დასაქმებული და თანამშრომლები სეზონურად იცვლებიან, თუმცა ვდილობთ არცერთი მათგანი არ დავკარგოთ და ყველა დავასაქმოთ. ამ შემთხვევაშიც სეზონის დასრულებამდე ხელშეკრულებით აყვანა სწორედ მათ შევთავაზეთ, ვინც მანამდე იყვნენ გათავისუფლებულები სამსახურიდან“, – განმარტავს დავით ტაბატაძე.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია