შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

არა შერჩევით სამართალს","სოლიდარობა გვაძლიერებს" - ამ სლოგანებით ქუთაისელმა ჟურნალისტებმა აქცია გამართეს

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 მაისი 2019

"არა შერჩევით სამართალს","სოლიდარობა გვაძლიერებს"_ამ სლოგანებით ქუთაისელმა ჟურნალისტებმა აქცია გამართეს. ამ ფორმით მედიის წარმომადგენლებმა   რუსთავი 2"-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, რომელთაც თავს წყალტუბოში დაესხნენ,მხარდაჭერა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეები თეთრ ხიდზე შეიკრიბნენ და ჟურნალისტებზე ძალადობა დაგმეს. 

 

"უარს ვეუბნებით შერჩევით სამართალს. ვმართავთ სოლიდარობის აქციას. ეს არის დაუშვებელი, რომ მსგავს მუხლზე პატიმრობა გირაოთი შეიცვალა. არსებობს საფრთხე, რომ მსგავსი თავდასხმა კვლავ განმეორდეს. ვფიქრობთ, რომ გირაო პატიმრობით უნდა ჩანაცვლდეს,"- განაცხადა ჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბარეძემ.

 

შეგახსენებთ, რუსთავი 2-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ისინი წყალტუბოში, ზემო მესხეთში 7 თვის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული დედის ოჯახში მივიდნენ.

 

შსს-მ ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა. მოგვიანებით, ისინი 3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ლიკა კაკუშაძე


 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია