შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დაუყოვნებელი რეაგირებაა საჭირო– ძეგლთა დაცვის წარმომადგენელი კორხის ეკლესიაზე

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 მაისი 2019
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხში, წმინდა სტეფანეს სახელობის ტაძარის უნებართვო რეაბლიტაციასთან დაკავშირებით, სააგენტოს ინსპექციის უნებართვო სამუშაოებზე რეაგირების განყოფილების უფროსი ლევან ჭავჭავაძე, სოფელ კორხში იმყოფებოდა.ჭავჭავაძე ამბობს, რომ ეკლესიას პირვანდელი სახე მთლიანად დაკარგული აქვს: „დაუყოვნებელი რეაგირებაა საჭირო, რადგან დაახლოებით ორი კვირის წინ ვიყავი აქ და ახლა სხვა მდგომარეობა დამხვდა. ჩემი ჩამოსვლის დროს არავინ მუშაობდა, თუმცა ეკლესია მთლიანად შეცვლილია“. კორხის წმ. სტეფანეს სახელობის ეკლესიაზე უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებული დასკვნა, ლევან ჭავჭავაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში დაიდება.სოფელ კორხის, წმ.სტეფანეს (სურბ სტეფანოს) სახელობის ეკლესიაში უნებართვო სამუშაოები 12 მაისს გამოვლინდა. აქ ადგილობრივების მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა ძეგლს იერსახე მთლიანად შეუცვალა. 28 მაისს, „სამხრეთის კარიბჭემ“ გადაიღო კადრები, თუ როგორ შლიდნენ მშენებლები ძალაყინით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ეკლესიის კედლებს. დღეს, 30 მაისს კი ადგილზე ასულ ჟურნალისტებს სულ სხვა სურათი დახვდათ – ეკლესიის ოთხი კედლიდან მხოლოდ ერთია ხელუხლებელი, შესასვლელი კედლის ნახევარი თითქმის საძირკვლამდეა მოშლილი, დარბაზული ტიპის ნაგებობას მეორე გრძელი კედელიც აღარ აქვს. ორი დღის წინ, როცა „სამხრეთის კარიბჭე“ ადგილზე იმყოფებოდა შესასვლელი კედლის დაბლა ნაწილი ხელუხლებელი იყო.ძეგლთა დაცვის სააგენტომ კორხის ეკლესიაზე განხორციელებული უნებართვო მშენებლობა ვანდალიზმად შეაფასა.[გულო კოხოძე, ახალქალაქი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია