შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ოპოზიციამ კვირიკაშვილი კახურ გინებებზე გადაიყვანა, ბახტაძე გაწონასწორებულია"- ქუცნაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 მაისი 2019

ასე აფასებს “ქართული ოცნების” წევრი ზაქარია ქუცნაშვილი საქართველოს პრემიერის მამუკა ბახტაძის ინტერპელაციის წესით გამოსვლას პარლამენტის წინაშე.

“თქვენ დააკვირდით რომ მთელი დღის განმავლობაში ოპოზიცია ცდილობდა გაეთამაშებინა იგივე კარტი, რაც გაათამაშა წინა პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის წინააღმდეგ საკმაოდ წარამტებულად. გამოიყვანეს გიორგი კვირიკაშვილი წონასწორობიდან, სხადასხვა შეურაცხმყოფის მიყენების გზით და გადაიყვანეს ის პირდაპირ კახურ გინებებზე. მამუკა ბახტაძე ბევრად გაწონასწორებულად მოიქცა, მიუხედავად იმისა რომ მის წინააღმდეგ იყო ძალიან ბევრი შეურაცხმოფელი შინაარსის განცხადება.”,-განაცხადა ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრემიერი, მამუკა ბახტაძე ინტერპელაციის წესით მეორედ წარსდგა. პრემიერი საპარლამენტო ფრაქციამ “ევროპული საქართველო” დაიბარა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია