შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოციალური ფონის გაუარესების გამო ხალხი საბანკო ვალდებულებებს ვეღარ ასრულებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 ივნისი 2019

ლარის გაუფასურების, პროდუქტების გაძვირებისა და საყოველთაო სიღარიბის ფონზე, საქართველოს მოქალაქეებს აღებული საბანკო ვალდებულებების შესრულება სულ უფრო და უფრო უჭირთ. 

ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისა და ივანიშვილის კლანის გარდა, ყველასთვის თვალსაჩინოა ის უკიდურესად ნეგატიური მდგომარეობა, რაც ქართულ ეკონომიკაში ხდება. 

800 ათასზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქე და ყოველი მესამე მოშიმშილე ბავშვი – ეს იმ ქვეყნის სტატისტიკაა, სადაც სულ რაღაც 3 მილიონ 700 ათასი ადამიანია აღწერილი. 

თუმცა, აქედან, ბოლო წლებში, მილიონამდე მოქალაქემ უკვე დატოვა ქვეყანა – ივანიშვილის კორუფციულ-კრიმინალური ხელისუფლების, უპერსპექტივობისა და უმუშევრობის გამო.

რაც შეეხება შეუსრულებელი საბანკო ვალდებულებების სტატისტიკას, მაგალითად: მიმდინარე წლის აპრილის თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 7.1 მლნ ლარით გაიზარდა და ჯამში 493 მილიონ 700 ათასი ლარი შეადგინა. 

ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2019 წლის აპრილის თვის ანგარიშიდან ვგებულობთ. 

ეს კი იმას ნიშნავს რომ იმ მოქალაქეების გადახდისუნარიანობა, რომლებსაც საბანკო ვალდებულებები აქვთ აღებული, შესამჩნევად კლებულობს, რაც თავის მხრივ, სოციალური ფონის გაუარესებასა და ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისზე მიგვანიშნებს.

მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი ღარიბდება, ივანიშვილის კლანის წევრები და მაღალჩინოსნები კი – მდიდრდებიან.

თორნიკე ნიკოლაძე

presa.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია