სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნინოწმინდის სამ სოფელში კულტურისა და რიტუალების სახლებს გაარემონტებენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ივნისი 2019
სოფელ ჟდანოვაკანში კულტურის სახლის შენობის მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრით აღჭურვისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 42 ათასი ლარის დახარჯვა იგეგმება. უჩმანაში და ოროჯოლარის რიტუალების სახლებისთვის კი 17 ათასი ლარია გამოყოფილი.„უჩმანაში, ოროჯოლარსა და ჟდანოვაკანში 6-7 წელიწადია არ მოწყობილა ინფრასტრუქტურა", - აცხადებს ნინოწმინდის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი რუბენ ღაზარიანი.მას შემდეგ, რაც მესხეთის თეატრმა ახალციხის მერიასთან სოფლებში სპექტაკლების გამართვაზე მოლაპარაკებები დაიწყო, სამხრეთის კარიბჭე სამცხე-ჯავახეთის სოფლებში არსებული კულტურის სახლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობით დაინტერესდა. ნინოწმინდის მერიიდან წერილობით გამოთხოვილ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ სოფელ განძაში, სათხაში, დიდ გონდურაში, ეშტიასა და დიდ ხანჩალში კულტურის სახლები ახალგარემონტებულია. წელს დამატებით ერთი კულტურის სახლის რეაბილიტაციის გარდა, სხვა სამუშაოები არ იგეგმება.[ავთო ინასარიძე, ნინოწმინდა]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია