"მიხეილ სააკაშვილის თემამ საქართველოში კიდევ ერთი ფურცელი გადაფურცლა“, -ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. 

დეპუტატს ეჭვი ეპარება, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სისხლის სამართლის წინაშე პასუხს აგებს.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილს მსუბუქი ბრალდება წაუყენა, რადგან სერიოზული ბრალის წაყენების სავარაუდოდ, ეშინიათ.

"მიხეილ სააკაშვილის თემამ საქართველოში ერთი ფურცელი კიდევ გადაფურცლა, იქიდან გამომდინარე, რომ თუ ამათ ჰქონდათ სურვილი,  მიხეილ სააკაშვილს პასუხი ეგო, მათ ჰქონდათ ძალიან დიდი დრო - 6 წელი, რომლის პერიოდშიც ჩვენ ვახეთ, რომ კოსტუმების საქმე წაუყენეს ბრალად, მეტი არაფერი. დანარჩენს არ ვიცი, ან არ უყენებენ, ან თვითონაც დარწმუნებულები არ არიან, რომ მონაწილეები არ არიან. ძალიან ბევრი ყოფილი ოდიოზური ფიგურა „ნაცმოძრაობის“, დღეს „ქართულ ოცნებაშია“ მოკალათებული, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეშინიათ, რომ მათზეც არ მოხდეს ბრალის წაყენება“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.