სამცხე-ჯავახეთი
როგორ შეიცვლება მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
07 ივნისი 2019
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, ძირითადად, პრაქტიკული გამოცდის ორ ეტაპად დაყოფას, გამოცდაზე გასვლის ვადებსა და საფასურს შეეხება. შინაგან საქემთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორ ეტაპად დაიყოფა.მას შემდეგ, რაც მსურველი გამოცდისთვის დარეგისტრირდება, მან თეორიული ნაწილი უკვე არსებული წესის მიხედვით უნდა ჩააბაროს, პრაქტიკული ნაწილი კი დახურულ მოედანსა და ქალაქში.„თეორიული გამოცდა რჩება ისე, როგორც იყო. ის, ვინც ჩააბარებს გამოცდას დახურულ მოედანზე, გადადის შემდეგ ეტაპზე, ქალაქში, რეალური მართვის პირობებში. მოძრაობაში მოვახდენთ კანდიდატების შემოწმებას, რამდენად მომზადებულები არიან მართვის მოწმობის მისაღებად და იმისათვის, რომ მართონ სატრანსპორტო საშუალება“, - განმარტავს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იმედა მაკასარაშვილი.პრაქტიკული გამოცდა ქალაქში