შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სააკაშვილი არის ავანტიურისტი...მან სიღარიბე და უმძიმესი მდგომარეობა დაგვიტოვა"- კობახიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 ივნისი 2019

“სააკაშვილი არის ავანტიურისტი. რაც შეეხება დახმარებას, თავის თავს როგორ დაეხმარა, ყველამ კარგად ვიცით. მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში იყო, სახელმწიფოსა და საქართველოს როგორ დაეხმარა, ესეც კარგად იცის. მას უკავშირდება სწორედ ის უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც 2012 წლამდე ჩამოყალიბდა  ტერიტორიების დაკარგვით, ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობით, ეკონომიკური პრობლემებითა და სიღარიბით. მილიონ 150 ათასი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანი დაგვიტოვა ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ. ეს არის სააკაშვილის დახმარება სახელმწიფოსა და ქვეყნის მიმართ. უკრაინას ასეთი დახმარება, ბუნებრივია, არ სჭირდება“.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქით” გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა,  უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის დახმარება სჭირდება პარლამენტსა და საკადრო პოლიტიკაში.

“ვხვდები, რომ ახლა ზელენსკის უნდა დავეხმაროთ, რადგან თუ მას არ გამოუვა, მაშინ მთელ უკრაინას არ გამოუვა. ამიტომ, მას უნდა დავეხმაროთ პარლამენტშიც და კადრებითაც. ამიტომ აუცილებელია, რომ მხოლოდ დამკვირვებლები არ ვიყოთ და პროცესში ვმონაწილეობდეთ”, –  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია