შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილი პოლიტიკაში იმიტომ დაბრუნდა, რომ ეს ქვეყანს დასჭირდა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 ივნისი 2019

„ოცნების“ წევრი ნუკრი ქანთარია  აცხადებს, რომ რთული და წარმოუდგენელია ვინმემ ბიძინა ივანიშვილის მაგივრად ისაუბროს და გადაჭრით თქვას, მას რა სურს. მისი თქმით, ივანიშვილი უკან პოლიტიკაში იმიტომ დაბრუნდა, რომ საქმე აკეთოს და სანამ ის თვლის, რომ ამ საქმის გაკეთება შეუძლია, პოლიტიკაშიც მანამდე დარჩება. 

დეპუტატი აცხადებს, რომ ივანიშვილს ოცნებაში პოლიტიკოსად ყოფნა არ ჰქონია, მაგრამ როდესაც საჭიროება დადგა და ქვეყანას დასჭირდა, მან პოლიტიკაში მოსვლაც გადაწყვიტა. 

„ივანიშვილს გაქცევა არ ახასიათებს. მითუმეტეს, როდესაც ხედავს, რომ მის ქვეყანას და ხალხს სჭირდება. რთულია მის მაგივრად ვინმემ რამე პროგნოზი გააკეთოს და თქვას სამომავლოდ რას გადაწყვეტს. რადგან მან ჩათვალა, რომ უკან უნდა დაბრუნებულიყო, ესე იგი კონკრეტული გეგმა აქვს და იცის რა ეტაპამდე უნდა მივიდეს. ალბათ ამის შემდეგ გადაწყვეტს მის გარეშე პარტია შეძლებს ფუნქციონირებას, თუ როგორ იქნება. 

„მისი შეცვლა თუ ჩანაცვლება რომელიმე ლიდერით ბუნებრივად და დინამიურად უნდა მოხდეს. ამაზე ნაჩქარევად არც გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო და არც ამის აუცილებლობა ჯერჯერობით არ დგას. ივანიშვილი უკან სწორედ იმიტომ დაბრუნდა, რომ გუნდშიც და ქვეყანაშიც რადიკალური ცვლილებები განახორციელოს. ჯერ სულ ერთი წელია რაც ამ საქმეს შეუდგა და სადმე წასვლაზე საუბარი ნაადრევია. რაღაცეები ლაგდება, იგეგმება ცვლილებები და ყველგან ახალი ეტაპი დაიწყება“,-აცახდებს ქანთარია „რეზონანსთან“.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია