შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ადიგენის სოფლებში სასმელი წყალი იმღვრევა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 ივნისი 2019
ხევაშენის ერთადერთი წყარო სოფლის ცენტრში, სადაც სუფთა წყალი მოედინებასოფელ ხევაშენში უკვე რამდენიმე წელია, ადგილობრივებს ყოველ გაზაფხულსა და ზაფხულში მღვრიე და სასმელად გამოუყენებელი სასმელი წყალი აქვთ. ისინი ამბობენ, რომ მიზეზი სათავე ნაგებობაზე ფილტრების არარსებობაა.„რამდენიმე წლის წინ, „ბასეინები“ ვითომ გააკეთეს, მაგრამ აზრი არ აქვს, ყოველი წლის ამ პერიოდში კარებწინ მაინც დაბინძურებული წყალი მოდის“,–გვეუბნება ხევაშნელი იური ენდელაძე.ადგილობრივების თქმით, წყალი წვიმის და მთიდან ჩამონადენი წყლით ბინძურდება და პირდაპირ მათ ონკანებში მიდის.“ამის გარდა, მდინარე კურცხანიც ერევა და სულ ტალახი ჩამოდის, ეგ წყალი სარწყავად თუ გამოდგება თორემ, დასალევად თითქმის ვერ ვიყენებთ,“ – ამბობს ადგილობრივი მაყვალა გორგოძე.ადიგენში, კურცხანის ხეობაში, სასამელი წყლის სათავე ნაგებობასა და მაგისტრალს სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წელს ჩაუტარდა. პროექტის მიხედვით, გაკეთდა სალექარები, რეზერვუარები, სადრენაჟე სისტემა; ასევე, მოეწყო წყლის მარეგულირებელი ურდულების სისტემა და საქლორატორო შენობა, საჭირო ტექნოლოგიური დანადგარებით.წყალი ცხრა სოფელში – აბასთუმანში, საღრძეში, ვარხანში, ხარჯამში, ხევაშენში, წახანში, უნწაში, ბენარასა და შოლავერში განრიგით გადანაწილდა.სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ, ხევაშნის მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის სოფლებიც, ვინც ამ სათავე ნაგებობით მარაგდება და მათ შორის სოფელი აბასთუმანი. აქ კურცხანის მაგისტრალი ერთადერთია, რომლის წყლითაც მოსახლეობა მარაგდება.„ჯერ გრაფიკით გვაქვს. დღეში მხოლოდ რამდენიმე საათი მოდის და ისიც – ტალახიანი. ხომ გვინდა, რომ საყოფაცხოვრებოდ გამოვიყენოთ, დავლიოთ, თან ბავშვებიც მყავს და ხომ ვერ მოვწამლავ ამ დაბინძურებული წყლით?!“ – კითხულობს ადგილობრივი მარგო მამასახლისაშვილი, რომელსაც სახლში ორი არასრულწლოვანი ჰყავს.ამ პრობლემის შესახებ ცნობილია ადიგენის მელიორაციის სამსახურისათვის. მისი ხელმძღვანელი მამუკა დემეტრაძე გვიხსნის, რომ „კურცხანის“ ხეობა, საიდანაც სოფლებს წყალი მიეწოდება და სათავე ნაგებობა მოეწყო, სტიქიურ ზონაშია. ამიტომ მღვრიე წყლის გასაწმენდად ფილტრების დაყენება ვერ ხერხდება.„ჩვენ ის მოვახერხეთ, რომ რეაბილიტაციისას დავაყენეთ სალექარები და ამ მხრივ სუფთა წყალი მივიღეთ, თუმცა ყოველი წვიმის თუ თოვლის დნობის დროს წყალი მუდმივად გვემღვრევა, რადგან ფილტრები არ გავქვს და ვერც დავაყენებთ, რადგან არ არსებობს ისეთი ფილტრები, რომელიც ასეთ ბინძურ წყალს გაუმკლავდება“,–ამბობს მამუკა დემეტრაძე.დემეტრაძე ფიქრობს, რომ სათავე ნაგებობის გასაწმენდად ერთადერთი გამოსავალია ბუნებრივი ტბორები, რომლის მეშვეობითაც სათავე ნაგებობამდე წყალი ბევრად სუფთად მივა: “ტბორებისა და მასთან მისასვლელი არხების გავლის დროს, წყალი უფრო გაიწმინდება და სათავე ნაგებობაში ბევრად სუფთა ჩავა, ესე ფილტრებსაც აიტანს, თუმცა ეს ყველაფერი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რაც არ გვაქვს“.ზემოთ ჩამოთვლილი სოფლებიდან, სასმელი წყლის მიწოდების მხრივ, შედარებით კარგი მდგომარეობა სოფელ ხევაშენს აქვს, რადგან კურცხანის წყლის გარდა, აქ კიდევ ერთი წყარო ფერსათის მთიდან მოედინება. წყალი ადგილობრივებს ინდივიდუალურად არ აქვთ განაწილებული, თუმცა სოფლის ცენტრში მოედინება.ფერსათის მთაში სასმელი წყლის სათავე ნაგებობა და მაგისტრალი, 2016 წელს, იაპონისს მთავრობის მხარდაჭერით, 85 904 აშშ დოლარად გაკეთდა. პროექტით, სოფელ ნაქურდევში და ხევაშენში წყალმომარაგების სისტემა აიგო და სოფლებში საუბნო და ინდივიდუალური დაქსელვა განხორციელდა. იაპონიის საელჩოს დაფინასებული პროექტით, ფერსათის მთიდან ჩამოსული წყალი მხოლოდ სოფელ ნაქურდევში ინდივიდუალურად გადანაწილდა, თუმცა იმის გამო, რომ დებეტი მცირე იყო, ხევაშენში მხოლოდ დაქსელვის სამუშაოები ჩატარდა, ფერსათის მთის წყალი კი აქ მხოლოდ სოფლის ცენტრში არსებულ ონკანში მიედინება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს წყალი 24 საათის განმავლობაში მოდის და კურცხანის წყლის ამღვრევისას, სასმელად მას იყენებენ.[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია