შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"რაში სჭირდება საპატრიარქოს ან მთავრობას თავისუფალი და მოაზროვნე ადამიანი"?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 ივნისი 2019

"წარმოიდგინეთ, რომ სკოლაში ასწავლით, სადმე რეგიონში. უცებ მოდიან და ისე, რომ აზრსაც არ გეკითხებიან, კოლეგებთან ერთად გსვამენ მანქანაში, გაცდენინებენ გაკვეთილებს და მიჰყავხარ სადღაც, მთელი გზა არავინ გეუბნება - სად. ინფორმაციის მიღების ან მით უმეტეს, უარის უფლება არა გაქვს.

რამდენიმესაათიანი ასეთი ტრეფიკინგის შემდეგ მანქანა ჩერდება, შეჰყავხარ სადღაც შენობაში, სადაც გხვდება ვიღაც ტიპი, რომელიც გეუბნება, რომ ქრისტიანობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა და ქართველი მხოლოდ ქრისტიანი უნდა იყოს (არადა, თქვენ შორის მუსულმანებიც არიან), რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია, საფრანგეთი წმინდა ნინოს მამამ გააქრისტიანა, და ასეთ ზღაპრებს.

კითხვის ან პასუხის უფლება არა გაქვს. მხოლოდ უნდა ისმინო. წარმოგიდგენიათ, რამდენად დაშინებული და გაუბედურებული უნდა იყოს მასწავლებელი, რომ ასეთი დამოკიდებულება აიტანოს?! აქ როგორ უნდა გაზარდონ თავისუფალი ადამიანები? მაგრამ რაში სჭირდება საპატრიარქოს ან მთავრობას აქ თავისუფალი, მოაზროვნე ადამიანი? პირიქით, მისი ჭირის დღესავით ეშინიათ"!-წერს ცოტნე გამსახურდია, რომელიც აღნიშნული "ფეისბუქ" პოსტით პედაგოგებისთვის ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღის შესახებ ლექციის ჩატარების შესახებ. 

ცნობისთვის, პედაგოგებს გასულ კვირას ლექცია ჩაუტარეს,  მათ უთხრეს, რომ ეს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება იყო, თუმცა განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ ეს მისი პროექტი არ არის.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია