შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" ხელისუფლება მალე შეიცვლება და პოსტიდან ყველა გაპანღურდება"- გუბაზ სანიკიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 ივნისი 2019

"ბიძინა ივანიშვილი 2020 წელს არჩევნების გაყალებებას გეგმავს, რაც პირდაპირ ვამბობ, რომ არ გამოუვა. რაც შეეხება უზენაესისა თუ საკონსტიტუციო სასამართლოს თანამდებობებზე კობახიძის, თადუმაძისა თუ სხვათა დანიშვნას, ხელისუფლება მალე შეიცვლება და პოსტიდან ყველა მათგანი გაპანღურდება“, - ამის შესახებ “2020NEWS“-თან პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა. 

საზოგადოებაში "ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ არსებული უკმაყოფილება პასივშია გადასული. ოპოზიციური პარტიები საზოგადოებრივ უკმაყოფილებას კი სათანადოდ ვერ ემსახურებიან.  ქვეყანაში სერიოზული ალტერნატიული ძალა იმიტომ არ არის ჩამოყალიბებული, რომ ოპოზიციური პარტიები გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ. ვფიქრობ, რომ მთაწმინიდაზე ბოლო არჩვენები იყო, სადაც ხელისუფლებამ უპირობოდ გაიმარჯვა. 

ერთადერთი, რაც შეიძლება საზოგადოებამ მმართველ პარტიას დაუპირისპიროს, არის საერთო სულისკვეთება, რაც ხალხში, ჯერჯერობით, არ არსებობს. საზოგადოებრივ პროტესტს რამდენიმე სტადია ახლავს თან.  პირველი სტადია არის გულის აცრუება, მეორე ინდეფერენტიზმი, მესამე გამოსავლის ძიება, მეოთხე კი - გამძვინვარება. საზოგადოება ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამოსავლის ძიებაზე უკვე ფიქრობს. 

2020 წელს მმართველი პარტია დამარცხდება. "ქართული ოცნება“ საზოგადოებას ვერაფერს პოზიტიურს ვერ თავაზობს, ამიტომ ხალხი ფიქრობს, რომ მმართველი პარტია ქვეყნის სამართავად არ გამოდგება. ასეთ ვითარებაში, სერიოზული პრობლემა არის არა მარტო "ქართულ ოცნებაში“, არამედ ოპოზიციაშიც. 

“ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს სასამართლოს სისტემის სრული გაკონტროლება სურს, რადგან 2020 წელს არჩვნების გაყალებებას გეგმავს, რაც  პირდაპირ ვამბობ, არ გამოუვა. რაც შეეხება უზენაესისა თუ საკონსტიტუციო სასამართლოს თანამდებობებზე კობახიძის, თადუმაძისა თუ სხვათა დანიშვნას, ხელისუფლება მალე შეიცვლება და პოსტიდან ყველა მათგანი გაპანღურდება.

2020news.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია