შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საგზაო ნიშნის საქმეზე მოქალაქე ახალქალაქის მერიას სააპელაციოშიც უჩივის

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 ივნისი 2019
ახალქალაქში მცხოვრები მიხეილ ღრმაჯიანი, სააპელაციო სასამართლოში, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, საქმის წარმოების ხარჯების ანაზღაურების მხრივ, მერიას მხოლოდ 700 ლარის გადახდა დაეკისრა.„ადვოკატის თუ სხვა ხარჯები, რაც სასამართლო პროცესებს უკავშირდებოდა, თითქმის 3 000 ლარამდე იყო, თუმცა კანონით 2 000 ლარი უნდა აენაზღაურებინათ და ამას ვითხოვდით, სასამართლომ კი არ დაგვიკმაყოფილა. ამიტომ სააპელაციოს სარჩელში ზუსტად ამას ვითხოვთ“, – ამბობს მიხეილ ღრმაჯიანი.მან სააპელაციო სასამართლოს ივნისის დასაწყისში მიმართა, თუმცა მიიღო თუ არა სააპელაციო სასამართლომ საქმე წარმოებაში, შეტყობინება არ მისვლია.ახალქალაქში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მანქანის გაჩერების ამკრძალავი ნიშანი გასული წლის დეკემბერში, მერიის ეკონომიკის სამსახურის გადაწყვეტილებით დაიდგა, რამაც ამავე ქუჩაზე მდებარე კომერციული ობიექტების მეპატრონეების უკმაყოფილება გამოიწვია. ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ მერიამ მათ ქუჩაზე საგზაო ნიშანი უკანონოდ დადგა და მის დემონტაჟს ითხოვდნენ. მიხეილ ღრმაჯიანმა სარჩელით რაიონულ სასამართლოს მიმართა და პროცესი მოიგო. სასამართლო გადაწყვეტილება ახალქალაქის მერიას სააპელაციოში არ გაუსაჩივრებია.“ჩვენ არ ვასაჩივრებთ გადაწყვეტილებას, მაგრამ, რადგან ისევ მათ გაასაჩივრეს, ჩვენ შესაგებელს შევიტანთ და სასამართლო განხილვაში ჩავერთვებით,“ – გვითხრა ახალქალაქის მერმა იური უნანიანმა.[ლუბა გიორგაძე, ახალქალაქი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია